"ოცნების" მრავალმილიონიანი ოფისი - ნადირაძე პოლიტიკური კორუფციის ნიშნებზე საუბრობს

16.07.24 14:29
"ოცნების" მრავალმილიონიანი ოფისი - ნადირაძე პოლიტიკური კორუფციის ნიშნებზე საუბრობს

ვინ დააფინანსა "ქართული ოცნების" ახალი ოფისი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ნადირაძე პოლიტიკური კორუფციის ნიშნებზე საუბრობს. 

მისი თქმით, პოლიტიკურ პარტიებს, როგორც შემოსავლები ასევე გასავლები ყველა თეთრი სიზუსტით უნდა ჰქონდეთ მითითებული, "მმართველი პარტია" კი ამ ინფორმაციას მალავს. 

ამასთან, ოპოზიციონერი ცენტრალური ოფისის ძალოვანების კვარტალში გადატანის შესაძლო მიზეზზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მმართველ პარტიას მოახლოებული არჩევნების ძალიან ეშინია. 

,,პოლიტიკურ პარტიებს, როგორც შემოსავლები ასევე გასავლები ყველა თეთრი სიზუსტით უნდა ჰქონდეთ მითითებული, ისინი ამ ინფორმაციას მალავდნენ, რაც შეიცავს პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ოფისი გადაიტანეს ძალოვანი უწყების გარემოცვაში, როგორც ჩანს ქართულ ოცნებას ძალიან ეშინია მომავალი არჩევნების, თუმცა არჩევნების შემდგომ ისინი აუცილებლად წავლენ ხელისუფლებიდან და ეს ოფისები უბრალოდ აღარ დაჭირდებათ- განაცხადა ნადირაძემ.

პარტიის შენობა "ქართულმა ოცნებამ"  პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე იყიდა. ხელშეკრულება კომპანია "ნიუ ოფისთან" გუშინ გაფორმდა, რაც კორუფციის მკვლევარებს უჩენს  ეჭვს, რომ ეს ყველაფერი  ახალი სავარაუდო თაღლითობაა.

მსგავსი სიახლეები