"ოცნებამ" ახალ ოფისში 19 მილიონი უნდა გადაიხადოს - ინტერვიუ ბიზნესმენთან, რომელმაც პარტიისთვის შენობა ააშენა
"ქართულმა ოცნებამ" ახალ ოფისში 19 მილიონი უნდა გადაიხადოს. "პირველებმა" ჩაწერა პირველი ინტერვიუ "ნიუ ოფისის" მფლობელთან, რომელმაც ძვირადღირებული შენობა ძალოვანების კვარტალში "ოცნებისთვის" ააშენა.
დავით ანდღულაძე ადასტურებს, რომ ფული "ქართულ ოცნებას" ჯერ მისთვის არ გადაუხდია და შენობა შვიდ წლიანი განვადებით მიჰყიდა.
"პირველების" კითხვაზე, რატომ გადაფორმდა ქართული ოცნების სახელეზე შენობა მხოლოდ გუშინ, პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე, ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა.
ამ დღეში უნდა გაგვეფორმეინა ხელშეკრულება და გავაფორმეთ გუშინ. აქამდე, ვათანხმებდით პირობებს, ჯერ იჯარა, გამოსყიდვა უნდა მომხდარიყო, მერე ფასზე ვვაჭრობდით, განვადებით ნასყიდობა ნახავთ საჯარო არის. განვსაზღვრეთ, რამდენი უნდა გადაეხადათ, რახან განვადებით არის, დეტალებს ვათანხმებდით და ორშაბათს შევათანხმეთ. განვადება არის შვიდ წლიანი. ხელშეკრულების ხელმომწერი არის ირაკლი ღარიბაშვილი"- ამბობს ანდღულაძე.
ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ მაღალი კლასის საოფისე ფართს გასაქირავებლად აშენებდა, გასული წლის დეკემბერში კი შენობით მმართველი პარტიის ლიდერები დაინტერესდნენ. შესაბამისად შენობაში კორექტორები ლიდერებთან შეთანხმებით განხორციელდა.
დეკემბრიდან მაქვს ურთიერთობა მათთან და ამ პირობებს ვათანხმებთ. ქართული ოცნებისთვის არ დამიწყია მშენებლობა. საოფისე ფართს ვაშენებდით მაღალი კლასის და მერე, როცა მთლიან გაქირავებაზე, ყიდვაზე, იჯარა- გამოსყიდვავზე დაიწყო საუბარი, ძალიან საინტერესო იყო მათი გადმოსახედიდან, შესაბამისად რაღაცეები მოვარგე მათ. მოვიდნენ, ნახეს, შევთანხმდით, ვარკვევდით დეტალებს. საბოლოოდ, როცა შევთანხმიდთ, დავიწყეთ გადაკეთების პროცესი ოფისში, მათი ინტერესების გათვალისწინებით"- აცხადებს დავით ანდღულაძე.
ბიზნესმენმა "პირველებს" დაუდასტურა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირაკლი კობახიძე, სანამ პრემიერ მინისტი გახდებოდა, მამუკა მდინარაძესთან ერთად აწარმოებდა მოლაპარაკებების პროცესს და საკუთარი გემოვნებით აწყობდნენ ოფისს.
მისი თქმით, დეკემბრიდან იცოდა, რომ ოფისი "ქართული ოცნების" უნდა ყოფილიყო.