"ყველაფერს თავისი დრო და ფორმატი აქვს" - "ოცნების" პასუხი პრეზიდენტს

16.07.24 15:05
"ყველაფერს თავისი დრო და ფორმატი აქვს" - "ოცნების" პასუხი პრეზიდენტს

"ყველაფერს თავისი დრო და ფორმატი აქვს", - ასე პასუხობს გურამ მაჭარაშვილის სალომე ზურაბიშვილის ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტია პრეზიდენტის კანდიდატურებს ბლოკავს. 

დეპუტატი ამბობს, რომ ახლა საპარლამენტო არდადეგებია და მიმდინარე საკითხებს დეპუტატები საშემოდგომო სესიაზე განიხილავენ. 

თქვენ იცით, რომ ახლა არის საპარლამენტო არდადეგები, შესაბამისად, საკითხები, რომლებიც არის მიმდინარე, იქნება საშემოდგომო სესიაზე. გამომდინარე აქედან, ყველაფერს აქვს თავისი დრო, ფორმატი. არც რიგგარეშე სხდომა და არც მიმდინარე სხდომა ჰაერიდან არ ინიშნება. საკითხები საჭიროებს შესწავლას და შესაბამის კომიტეტს აქვს თავისი დღის წესრიგი და ვიმეორებ, რომ დარწმუნებული ვარ, რომ კომიტეტი კიდევ უფრო ნორმალურ, ამომწურავ კომენტარებს გააკეთებს ამ საკითხთან დაკავშირებით, - ამბობს მაჭარაშვილი.

პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის ახალმა დაპირისპირებამ იფეთქა. სალომე ზურაბიშვილი "ქართულ ოცნებას" მისი კანდიდატურების დაბლოკვაში ადანაშაულებს. საქმე ეხება ეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს ახალ წევრს, რომელიც პრეზიდენტმა კონკურსის წესით შეარჩია, თუმცა გაურკვევლი მიზეზის გამო პარლამენტი ეკატერინე ღაზაძეს არც ამტკიცებს და არც განხილვაზე უშვებს. ზურაბიშვილმა დასამტკიცებლად კანდიდატურა პარლამენტს 4 თვის წინ წარუდგინა, თუმცა პროცესი "ოცნებამ" გაყინა.

მსგავსი სიახლეები