"ოცნებას" მაინც მოუწევს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა - ვაშაძე
"სტარტეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიროგი ვაშაძის თქმით, ოპოზიციამ უნდა მოსთხოვოს "ოცნებას" მიშელის შეთანხმება შესრულდეს. ვაშაძის თქმით, "ოცნების" იძულება უცხოელმა პარტნიორებმა უნდა მოახდინონ, როგორც შეთანხმების გარანტორებმა. ამის შესახებ ვაშაძემ ტვ პირველზე, ანა წერეთლსი დღის ამბებში ისაუბრა.
მოულოდნელი იყო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სწორი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, ჩვენ კი არ უნდა დავტოვოთ ეს დოკუმენტი, უნდა მოვითხოვოთ ამ დოკუმენტის შესრულება და გვაქვს კავშირი ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან. ვფიქრობ დადგა დრო, რომ აღსრულების მექანიზმები ჩაერთოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, იმის გამო რომ "ოცნებამ" დატოვა შარლ მიშელის შეთანხმება.
43%-იანი რეფერენდუმი მაინც ჩატარდება ამ ქვეყანაში და მაინც მოუწევს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. მათი იძულება შესაძლებელია, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები უნდა ჩაერთონ, ამ შეთანხმებას როცა ხელს ვაწერდით, ისინი როგორც გარანტი ისე გამოვიდნენ", - ამბობს ვაშაძე.
"სტრატეგია აღმაშენებელი" მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით იმსჯელებს, თუმცა ვაშაძის თქმით, ოპოზიციის ბოიკოტი სწორედ "ქართულ ოცნებას" აწყობს.
სწორედ ეს არის "ოცნების" თამაში, რომ ცვენე ხლა ბოიკოტი გამოვაცხადოთ ისევ, გამოვიდეთ პარლამენტიდან დავუტოვოთ საპარლამენტო ინსტიტუცია, იტყვიან მერე რომ საკონსტიტუციო ცვლილებები როგორ უნდა მივიღოთ თუ არ არიან პარლამენტში, ამიტომ გვაქვს კომუნიკაცია დასავლელ პარტნიორებთან და ცივი გონებით მივიღებთ გადაწყვეტილებას და არა ემოციურად, შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულია არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გაუქმდეს ეს დოკუმენტი", - ამსობს ვაშაძე.