პატიმრები "ოცნებას" მოინელებენ - შიმშილობას ქალი მსჯავრდებულებიც აანონსებენ
"ქართულ ოცნებას" წამმზომი პატიმარმა ქალებმაც ჩაურთეს. თუ ამნისტიის კანონი ყველა მსჯავრდადებულზე არ გავრცელდება, პროტესტი ქალთა ციხეშიც დაიწყება.
მსჯავრდებული ქალები კონტაქტზე დღეს "პირველებთან" გამოვიდნენ და პირდაპირ თქვეს, რომ ამნისტია, რომელსაც წლების განმავლობაში ელოდებოდნენ, შერჩევითია და ის პატიმრების ინტერესებს არ ემსახურება.
მსჯაბრდებულები ცვლილებებს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდ პროტესტს აანონსებენ. ოცნება კი ისევ ამტკიცებს, რომ ინიციირებული პროექტი ჰუმანურია და არაფრის შეცვლას არ აპირებენ.
ჩვენ არავის გათავისუფლება არ გვწყინს, მაგრამ გვიჩნდება პროტესტი შერჩევით სამართალზე. ერთ რამეს მოვითხოვთ - წარდგენილი ამინსტია გავრცელდეს ყველა პატიმარზე, განურჩევლად დანაშაულის სიმძიმისა. წინააღმდეგ შემთხვევაში არ გვრჩება სხვა გზა და მივმართავთ პროტესტის უკუდურეს ზომას შიმშილობას.
2021 წელს გამოსული ამინისტიაც, არ შეგვეხო და ეს ხალისთვის თვალებაში ნაცრის შეყრაა, ამას ჩვენ პატიმრები არ ვაპატიებთ. პატიმრები არიან ისინი, ვინც ამ მთავრობას მოინელებს, ეს არის ხალხის დაცინვა. არაადეკვატური ხალხია თვითონ, საშიშები არიან თვითონ, უნდა მისცენ ადამინს ერთი შანსი“ - ამბობს მსჯავრდებული მონიკა ფირცხელავა.
კიდევ ერთი მსჯავრდებული, რუსუდან ხაჟალაია "პირველებთან" ინტერვიუში აღნიშნავს, რომ პატიმრები სასჯელის მოხსნას კი არა მის შემცირებას ითხოვენ.
აქ იმდენი ადამიანი ვართ, არავის არაფერი არ ეხება. მე კონკრეტულად, დარჩენილი მაქვს 5 თვე. მე შემეხება თუ არა დიდად აღარ მაინტერესებს მე მომახდევინა ამ მთავრობამ ჩემი სასჯელი, მიუხედავად იმისა, რომ მე დაზარალებული არ ვარ. ჩვენ ვუერთდებით ბიჭებს, კაცებს მათ გვერძე ვართ. სრულად არავინ არ ითხოვს მოხსნას, ელემენტარული ერთი მეექვსედი მაინც შეგვახონ, რომ ადამიანად გვაგრძნობინონ თავი, სხვას ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ. აქ 80 წლის ნასამართლევიც არის ეს ცხოვრებიდან გამომდინარეა. ჩვენ არ ვართ გარიყულები, როგორც გვრიყავს ეს მთავრობა. რო გამოვალთ, რაც უნდა დაგბხდეს რეალობა, აქვე გვიქმნიან მაგ რეალობას. ჩვენ თუ ეს ქალები კრიმინალები ვართ და ჩვენზეა დამოკიდებული კრიმინალი მაშინ სათქმელი აღარ გვაქვს, აღარავისთან აღარ გვაქვს სათქმელი“
ქუთაისის მეორე, ქსანი და გლდანის ციხე - ციხეებში პროტესტის ტალღა იზრდება.
უკიდურეს ფორმას მსჯავრდბეულებმა და ბრალდებულებმა ოცნების მიერ დაანონსებულ ამნისტიის გამო მიმართეს და გაჩერებას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე კანონპროექტი ყველა პატიმარზე არ გავრცელდება.
"ოლიგარქის პარტიამ ხალხი მოატყუა- წინასაარჩევნოდ დაანონსებული ამნისტია არც საყოველთაო და არც სამართლიანი არ არის" - ამბობენ პატიმრების ოჯახი წევრები და მასშტაბურ აქციებსაც აანონსებენ.