როცა პარტიები ხელს არ აწერენ, შეთანხმებად ვერ ჩაითვლება - კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმება ვერ ჩაითვლება სრულად, რადგან მას ხელს კონკრეტული პარტიები არ აწერდნენ. კალაძე "ოცნების" მიერ მიშელის დოკუმენტის ანულირების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეთანხმების მიზანი პოლარიზაციის დასრულება იყო.
შეთანხმება, რომელიც შედგა აპრილში, ამ შეთანხმების შინაარსი იყო პოლარიზების დასრულება, შეთანხმების შინაარსი იყო, რომ გადავსულიყავით ცივილიზებულ, ნორმალურ ურთიერთობაზე.
შეთანხმება როცა ფორმდება, ცალმხრივი არასოდესაა. როდესაც ადამიანები, კონკრეტული პარტიები, ხელს არ აწერენ, ეს ცხადია, შეთანხმებად ვერ ჩაითვლება", - ამბობს კალაძე.