ამნისტია მხოლოდ ოცნების მიმართ ლოიალურ პატიმრებს შეეხებათ - კორძაია "ოცნებას" აკრიტიკებს

16.07.24 18:31
ამნისტია მხოლოდ ოცნების მიმართ ლოიალურ პატიმრებს შეეხებათ - კორძაია "ოცნებას" აკრიტიკებს

"ქართულმა ოცნებამ" დისკრიმინაციული და ბრაზის გამომწვევი „ამნისტიის პროექტი" შემოგვთავაზა - ეს განცხადება პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა თამარ კორძაიამ გააკეთა.

მისი თქმით, სახელისუფლებო პარტიისგან განსხვავებით, ოპოზიციამ პარლამენტში დააინიცირა პროექტი, რომლის მიხედვითაც ჰუმანური აქტი ყველა პატიმარს უნდა შეეხოს. 

კორძაიას თქმით, "ოცნების" კანონი მხოლოდ მათ მიმართ ლიოალურ პატიმრებს შეხება. 

ჩვენ დავაინიცირეთ პროექტი, რეალურად ჰუმანური აქტის, რომელიც ყველა პატიმარს თანაბრად შეეხებოდა, მიუხედავად მათი დანაშაულის სიმძიმისა. ისინი არიან პატიმრები და თუ ჰუმანური მიდგომაა, ყველას მიმათ უნდა იყოს, მაგრამ მათ რა შემოგვთავაზეს დისკრიმინაციული და ბრაზის გამომწვევი, სადაც უთანასწოროდ მხლოდ და მხოლოდ მათ მიმართ ლოიალურ პატიმრებს შეეხებათ, ამიტომაც  მე მესმის იმ პატიმრების, რომლებმაც გააპროტესტეს ეს და დაიწყეს შიმშილობა, ეს არის  საქართველოს ხელისუფლების სტანდარტი“- განაცხადა თამარ კორძაიამ 

11 ივლისს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ „ამნისტიის პროექტის“ კანონპროექტი დააინიცირა. 

რატი იონათამიშვილის თქმით, ამნისტიის პროექტი "ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება", აზღვევს რეციდივის რისკებს; ითვალისწინებს დაზარალებულის ინტერესებს;  შეესაბამება საერთაშორისო-სამართლებრივ სტანდარტებს;  თანხვედრაშია სისხლის სამართლის პოლიტიკის პრიორიტეტებთან;   ქმნის რესოციალიზაციის ხელშემწყობ პირობებს".

იონათამიშვილის თქმით, ამნისტია შეეხება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს. მაგალითად: სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამასთან, სახელდებით ჩამოთვლილი 66 მუხლის გარდა, 1/6-ით შემცირება შეეხება დაახლოებით 225 მუხლს.

პროექტი ადგენს ამნისტიის შემდეგ ფორმებს: 

  • პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან სრულად გათავისუფლება; 
  • სასჯელის 1/2-ით შემცირება; 
  • სასჯელის 1/4-ით შემცირება; 
  • სასჯელის 1/6-ით შემცირება;  
  • პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.

ამნისტია არ შეეხება: 

  • მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს; 
  • ნარკორეალიზატორებს; 
  • სქესობრივ დანაშაულებს; 
  • ყაჩაღობას; 
  • ტერორიზმს; 
  • კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს;
  • ქურდულ სამყაროს;
  • კონვენციურ დანაშაულებს; 
  • ტრეფიკინგს სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
  • გარდა ამისა, იონათამიშვილი თქმით, ამნისტია განსაკუთრებულ მიდგომას ნერგავს პრობაციონერების მიმართ და პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება, დაახლოებით, 7 000 პირს. 

მსგავსი სიახლეები