პარლამენტის თავმჯდომარის აღიარება და ულტიმატუმი პრეზიდენტ ზურაბიშვილს

16.07.24 17:57
პარლამენტის თავმჯდომარის აღიარება და ულტიმატუმი პრეზიდენტ ზურაბიშვილს

პარლამენტის თავმჯდომარის აღიარება და ულტიმატუმი პრეზიდენტ ზურაბიშვილს - შალვა პაპუაშვილი "პირველებთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტში წარდგენილ კანდიდატურაზე, ეკატერინე ღაზაძეზე მას შემდეგ იმსჯელებენ, რაც სალომე ზურაბიშვილი სხვა ვაკანტურ თანამდებობებზეც წარმოადგენს კანდიდატებს.

იქამდე კი პარლამენტის თავმჯდომარე არ აპირებს, გაიზიაროს პრეზიდენტის მოთხოვნა, რომ რიგგარეშე სხდომების პერიოდში დამტკიცდეს ეროვნული საბჭოს ახალი წევრი. 

შეარჩია ხუთი ადამიანი, საერთო ჯამში კადიდატებიდან, რატომღაც წარმოდგენილი ჰყავს ერთი კანიდატი. წარმოადგინოს ყველა კანდიდატი და პარლამეტი იმსჯელებს...

ვნახოთ, ჯერ წარმოადგინოს,  ცოტა გასაკვირი არის, როდესაც ოთხი ვაკანსია არის და ითქვა კიდევაც  მედიაში, რომ ხუთი ადამიანი ჰყავდა შერჩეული , სავარაუდო კანდიდატები, რატომღაც მხოლოდ ერთი არის წარმოდგენილი. ეს რათქმაუნდა ეწინააღმდეგება იმ განცხადებას, რომელიც რიგ გარეშე სესიას მოწვევასთან დაკავშირებიტ იყო. თითქოს, ამ ერთ კანდიდატურაზე  მსჯელობის საკითხი ეროვნული ბანკის ვაკანსიების შევსებას ემსახურება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ოთხი ვაკანსიაა, კანდიდატურები ჰყავს და წარმოადგინოს ყველა“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის ახალმა დაპირისპირებამ იფეთქა - სალომე ზურაბიშვილი "ქართულ ოცნებას"  მისი კანდიდატურების დაბლოკვაში ადანაშაულებს.  საქმე ეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს ახალ წევრს ეხება, რომელიც პრეზიდენტმა კონკურსის წესით შეარჩია, თუმცა პარლამენტი  ეკატერინე ღაზაძეს არც ამტკიცებს და არც განხილვაზე უშვებს. ზურაბიშვილმა დასამტკიცებლად კანდიდატურა პარლამენტს 4 თვის წინ წარუდგინა თუმცა პროცესი გაყინულია. 

მსგავსი სიახლეები