ბრეგაძის მტკიცებით, "ინფორმაცია მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ დეზინფორმაციაა"

16.07.24 18:09
ბრეგაძის მტკიცებით, "ინფორმაცია მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ დეზინფორმაციაა"

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამტკიცებს, რომ "გავრცელებული ინფორმაცია მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ დეზინფორმაციაა".

მინისტრის მტკიცებით, ეს ყველაფერი მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. 

„ოპოზიციას და მედიას, რომელსაც ადამიანურობის პრეტენზია აქვს, არ უნდა სჭირდებოდეს შეხსენება, რომ ადამიანის ჯანმრთელობითა და სიცოცხლით მხოლოდ ნამუსისგან დაცლილი ბოროტმოქმედები თამაშობენ და მანიპულირებენ.

ოპონენტის პროვოკაციული, ბინძური და ხშირად არაადამიანური მეთოდებიც ჩვენთვის არახალია.

მათ ავიწყდებათ, რომ ამგვარი ქმედებებით კიდევ ერთხელ ახდენენ იმის დემონსტრირებას, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას პატიმრების და ზოგადად ადამიანის უფლებების მიმართ.

დღევანდელი ქართული სახელმწიფოს ამოსავალი ადამიანი და მისი უფლებებია. შესაბამისად არ დავუშვებთ ჩვენი საზოგადოების მოტყუებას და მისი უფლებების ფეხქვეშ გათელვას!“, - წერს რატი ბრეგაძე.

ამნისტიის კანონპროექტის გაფართოების მოთხოვნით, საქართველოს რამდენიმე ციხეში პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს. 

პატიმართა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო ქსნის, რუსთავისა და გლდანის პენიტენციურ დაწესებულებებში. პატიმრები "პირველებთან" ინტერვიუეში ამბობენ, რომ მათი მოთხოვნაა, პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულ ამნისტიის კანონპროექტს საყოველთაო სახე ჰქონდეს და ის ყველა მსჯავრდადებულს შეეხოს.

მსგავსი სიახლეები