საპატრულო პოლიციის შეფი უკანონო დაკავებების ბრძანების გაცემაშია ბრალდებული - რა მოხდა სასამართლოზე?
საპატრულო პოლიციის შეფი უკანონო დაკავებების ბრძანების გაცემაშია ბრალდებული - ვაჟა სირაძეს, ადვოკატები არასრულწლოვანი ამერიკის მოქალაქის მიმართ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ.
იურისტები ამტკიცებენ, რომ არასრულწლოვანი, რომელიც აქციაზე შემთხვევით აღმოჩნდა, პოლიციამ სირაძის მითითებით, მხოლოდ იმის გამო დააკავა და ცემა, რომ დემონსტრაციაზე ფოტოს იღებდა.
ირკვევა, რომ არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეა, მისი უფელბადამცველების თქმით, სასამართლოს წინაშე მოწმედ გამოძახევულმა პოლიციელებმა ურთიერთგამომრიცხვი ჩვენებები მისცეს.
ადვოკატების განცხადებით, კადრში, რომელიც დაკავების მომენტშია გადაღებული, პოლიციის მაღალჩინოსანი, ვაჟა სირაძე და მისი მოადგილე პირადად ჩანან.
ადვოკატის თანახმად, დღეს გამოკითხული პოლიციელები თავდაპირველად ამბობდნენ, რომ არასრულწლოვნის დაკავებაში იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა შემდეგ ჩვენება შეცვალეს და თქვეს, რომ უშვალოდ მათ დააკავეს არასრულწლოვანი.
ადვოკატის აზრით, ეს ადამიანები არიან ფორმალური დამკავებლები, რეალურად კი დაკავების პროცესში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღიათ.
მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა აღნიშნულ საქმეზე განაჩენის გამოტანა 24 ივლისს გადადო.
პარალელურად, საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა მალხაზ გორგოძის პროცესი, რომელსაც ადვოკატების თქმით, სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ და ნეკნი ჩაუმტვრიეს.
გორგაძის ადვოკატის თქმით, სასამართლო პროცესი უკანონოა, ისინი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ.
მაშინ, როცა რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესები ერთი-მეორეს მიყოლებით უნართება, გამოძიება ამ დრომდე არ არის დაწყებული შინაგან საქმეთა სამინსტროს თანამშრომლების ან სპეცრაზმელების წინააღმდეგ, რომლებიც სასტიკ ანგარიშსწორებაში არიან მხილებულები.