ის, რაც ჯერ არ იცის FBI-მ, იციან "ოცნებაში" - მანიპულაცია ტრამპის თემით
დონალდ ტრამპზე თავდასხმა და შეთქმულების თეორიები "ქართული ოცნებისგან" - ის, რაც ჯერ არ იცის ამერიკულმა FBI-მ, იციან "ოცნებაში". მეორე დღეა ავითარებენ საკუთარ ვერსიებს, რის გამოც ისევ რუსული მედიის მთავარი გმირები გახდნენ. კობახიძეს მოსკოვში ციტირებენ, თუმცა საქართველოს ხელისუფლების კონსპირაციების თეორიას წერტილი ისევ ვაშინგტონმა დაუსვა.
"უპასუხისმგებლო სპეკულაციებისგან თავი შეიკავეთ" - შემოუთვალეს სახელმწიფო დეპარტამენტიდან "ოცნების" ლიდერებს, რომლებიც ამერიკის ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმასაც საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.