ძალოვანების კვარტალში "ოცნების" მობილიზაციაა - ოლიგარქის პარტია 19 მლნ-იანი ოფისის პრეზენტაციას მართავს

16.07.24 20:01
ძალოვანების კვარტალში "ოცნების" მობილიზაციაა - ოლიგარქის პარტია 19 მლნ-იანი ოფისის პრეზენტაციას მართავს

 

 

ამ წუთებში ორთაჭალაში, ძალოვანების კვარტალში "ქართული ოცნების" მობილიზაციაა. ოლიგარქის პარტია წინასაარჩევნო კამპანიას 19 მილიონიანი ოფისის პრეზენტაციით ხსნის. ღონისძიებაზე ბიძინა ივანიშვილსაც ელოდებიან. ეგზოტიკური ხეების მოყვარულ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს 8500 კვადრატული მეტრის ოფსთან ერთად იტალიური ფიჭვებით და ჰიმალაის კედარით გაშენებული 5 ათასი კვადრატული მეტრი ეზოც დახვდება.

შორს სამთავრობო კვარტალიდან და ახლოს ძალოვან უწყებებეთან - აქციებით შეშინებული "ქართული ოცნება" მეტი უსაფრთხოებისთვის შს სამინისტროსა და პროკურატურის მეზობლად გადადის. თუმცა, 19 მილიონიან შენობაში "ოცნებას" ჯერ არცერთი თეთრი არ გადაუხდია. უფრო მეტიც, ხელშეკრულება შენობის შეძენაზე, რომელსაც პარტიის ლიდერები ერთი წელი აგეგმარებდნენ და არემონტებდნენ, მხოლოდ გუშინ გაფორმდა. ეს კი აჩენს ეჭვს, რომ ხელისუფლებამ პარტიის ახალ ოფისზე არადეკლარირებული ფული დახრჯა, ახლა კი 7 წლიანი განვადება გააფორმა.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები