ვინ ჩააცვა ქართველ ოლიმპიელებს?

16.07.24 20:14
ვინ ჩააცვა ქართველ ოლიმპიელებს?

ვინ არის ქართველი დიზაინერი, რომელმაც ქართველ ოლიმპიელებს ფორმა შეუკერა? როგორც TVPIRVELI.GE -ს  საქართველოს ეროვნული ოლიმპიურ კომიტეტის პრესსამსახურში განუცხადეს, ფორმები ოლიმპიელებისთვის დიზაინერმა, სიმონ მაჩაბელმა შექმნა. 

პრესსამსახური არ პასუხობს კითხვას, რა კონცეფცია დაედო საფუძვლად ახალ ფორმას ან რა დაჯდა ახალი მისი შეძენა. 

როგორც ეროვნული ოლიმპიურ კომიტეტის პიარში აცხადებენ, დიზაინერთან გამართულ მოლაპარაკებებში საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი იყო ჩართული და მეტი დეტალი მან იცის. 

ბერიშვილი "ტვ პირველის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. მის კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

ქართველი ოლიმპიელების ჩაცმულობა სოციალურ ქსელში განხილვის მთავარი თემა მას შემდეგ გახდა, რაც ისინი ახალი ფორმებით დღეს პირველად გამოჩნდნენ. 

შეგახსენებთ, დღეს 28 ოლიმპიელმა ფიცი დადო. 26 ივლისიდან ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ღირსებას პარიზის ოლიმპიადაზე დაიცავენ. ოლიმპიელები 10 სახეობაში იბრძოლებენ  მედლებისთვის.   გუნდში 4  მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია, რომლებიც საკუთარი მიღწევის გამეორებას შეეცდებიან. 

რა ვიცით სიმონ მაჩაბელზე?

  • სიმონ მაჩაბელი 90-იანებში  სწავლობდა სცენოგრაფიასა და კოსტიუმების დიზაინს თბილისის სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ  თეატრის კოსტიუმებს – ედინბურგის ხელოვნების კოლეჯში, სამაგისტრო კურსი ( MA in womenswear )  კი 2008 წელს დაასრულა ლეგენდარული ლონდონის სენტ მარტინსის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯში.

 

მსგავსი სიახლეები