"ხალხის ძალა" არჩევნებზე "ოცნების" სიით მიიღებს მონაწილეობას

16.07.24 21:02
"ხალხის ძალა" არჩევნებზე "ოცნების" სიით მიიღებს მონაწილეობას

"ხალხის ძალა" საპარლამენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების" სიით მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ახალი ოფისის გახსნაზე თქვა.

ირკვევა, რომ "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გამიჯნულები არჩევნებზე მათთან ერთად იქნებიან.

"მივესალმები ასევე ჩვენი მეგობრების ჯგუფს, შემართულ ჯგუფს, რომელსაც ხალხის ძალა ჰქვია და ეს შემთხვევითი არ არის, ეს მისალმებაც, მათ შორის, იმიტომ რომ ჩემგან გაიგებთ ალბათ პირველად, დღეს გავკადნიერდები, რომ ისინი საპარლამენტო არჩევნებში ჩვენთან, საერთო სიით მიიღებენ მონაწილეობას", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები