"ოცნება" დარწმუნდა, რომ 43%-ს ვერ მიაღწევს და ვა-ბანკზე წავიდა - ხათუნა სამნიძე

28.07.21 17:03
"ოცნება" დარწმუნდა, რომ 43%-ს ვერ მიაღწევს და ვა-ბანკზე წავიდა - ხათუნა სამნიძე

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე, მიიჩნევს, რომ "ოცნების" მიერ მიშელის ხელშეკრულების ანულირება საფრთხეს ქვეყანას უქმნის, რადგან მასში უცხოელი პარტნიორები უშუალოდ მონაწილეობდნენ.

"ქართულმა ოცნებამ" 5 ივლისის შემდეგ ამოწმოს, რამდენად შეძლებს თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ის აღებას. რადიკალური ჯგუფები, ეკლესიის გამოყენება, საპატრიარქოს ჩართვა, თავდასხმები ჟურნალისტებზე - ყველაფერი მოსინჯა და რომ დარწმუნდა, 43%-ს ვერ მიაღწევს, რა თქმა უნდა,  წავიდა ვა-ბანკზე, მთელი ქვეყანა ჩააგდო საფრთხეში, როდესაც უარი უთხრა ამერიკას და ევროპას იმიტომ, რომ ეს ხელშეკრულება არაა ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის, ეს ხელშეკრულება არის ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით, მონიტორინგით, ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოუწევს "ოცნებას", მთელს ქვეყანას უქმნის ეს ხელისუფლება საფრთხეს", - ამბობს ხათუნა სამნიძე.