მთავარია ეს მცირე დროც მოვიგოთ და როგორც კი ომი დასრულდება, ამერიკასთან და ევროპასთან ყველა გაუგებრობა დაუყოვნებლივ წარსულს ჩაბარდება - ივანიშვილი
"მთავარია ეს მცირე დროც მოვიგოთ და როგორც კი ომი დასრულდება, ამერიკასთან და ევროპასთან ყველა გაუგებრობა დაუყოვნებლივ წარსულს ჩაბარდება" - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილი საუბრობს და ამერიკაში არჩევნებს ელოდება.
ივანიშვილი უკრაინაში ომის დასრულების სავარაუდო თარიღსაც ასახელებს და ამბობს, რომ ეს მაქსიმუმ ერთ წელში მოხდება. იმ შემთხვევაში კი, თუ დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, ომი იანვარში დასრულდება უკრაინაში.
ივანიშვილი კვლავ ახსენებს "გლობალური ომის პარტიას" და ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, "მეორე ფრონტის" ლობირების შედეგად საქართველოზე "უპრეცენდენტო ზეწოლაა".
გადასატანი გვრჩება მაქსიმუმ ერთი წელიწადი, რის შემდეგაც, ფუნდამენტურად შეიცვლება როგორც გლობალური და რეგიონული პოლიტიკური ინტერესები, ისე ინტერესები კონკრეტულად საქართველოს მიმართ. უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო, თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს. შესაბამისად, მთავარია, ეს მცირე დროც მოვიგოთ და როგორც კი ომი დასრულდება, ამერიკასთან და ევროპასთან ყველა გაუგებრობა დაუყოვნებლივ წარსულს ჩაბარდება და საქართველო გლობალური პოლიტიკის მოთამაშეებისთვის სრულიად განსხვავებული ინტერესის საგანი გახდება," - განაცხადა ივანიშვილმა.