ივანიშვილს და ოცნებას ესმით, რომ მათი დამარცხების გასაღები არის გახარია. თავდასხმები რომ გაასმაგდება, მოლოდინი გვაქვს - ბუჩუკური

16.07.24 22:29
ივანიშვილს და ოცნებას ესმით, რომ მათი დამარცხების გასაღები არის გახარია. თავდასხმები რომ გაასმაგდება, მოლოდინი გვაქვს - ბუჩუკური

„მასონური ლოჟა, ილუმინატები, გლობალური ომის პარტია, მასონები - ამ ყველაფერზე გამეღიმებოდა, მაგრამ სინამდვილეში, სასაცილო არ არის, იმიტომ, რომ ამ ფსიქიკის ადამიანის ხელშია ახლა თითოეული ჩვენგანის და ქვეყნის მომავალი,“ - ამის შესახებ „რეაქციაში“ პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ანა ბუჩუკური საუბრობს.

ბუჩუკური ივანიშვილისა და ოცნების ლიდერების დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება. რაც შეეხება „ოცნების“ ლიდერების მტკიცებას, რომ პარტიას 60-პროცენტიანი რეიტინგი აქვს, ბუჩუკურის თქმით, შიდა კვლევებითაც იციან, რომ სიმართლეს არ შეესაბამება.

ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ რაღაც ლოჟა ებრძვის, მძიმე მოსასმენია. მქონდა, ცოტა დეჟავუს განცდა, როდესაც ენმ-მ გახსნა ახალი ოფისი, იმავე წელს ნაცმოძრაობამ წააგო არჩევნები. ახალ ოფისში პანაშვიდის განცდა დამიტოვა, რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობით, მათ ეს სახეზე აწერია. ისტორიულ მინიმუმზეა მათი რეიტინგი, მათივე შიდა კვლევით არის 30 პროცენტამდე.
არა მხოლოდ შიშები, ოცნებებია, იმიტომ, რომ იციან, რომ ეს არის აბსოლუტური აბსურდი... 
12 წელია ხელისუფლებაშია, კიდევ ნაცმოძრაობაზე ესაუბრება ადამიანებს, ენმ-ს დასჯაზე ესაუბრება, ისიც არჩევნების მერე, ისიც ვინ ესაუბრება - შეხედეთ ამ ადამიანებს, ესენიც ყოფილი ნაცმოძრაობის წევრები არიან,“ - ამბობს ბუჩუკური.

რაც შეეხება ივანიშვილის მიერ გახარიას "უსამშობლოდ" და აგენტურის ნაწილად გამოცხადებას, ბუჩუკურის თქმით, ამ თავდასხმების არ უკვირთ.

გახარიასთან მიმართებით ეს თავდასხმები რომ გაასმაგდება, მოლოდინი გვაქვს, მარტივი მიზეზის გამო, რომ ივანიშვილს და ივანიშვილის ოცნებას ძალიან კარგად ესმის, რომ ივანიშვილის და ოცნების დამარცხების გასაღები არის გახარია, იმიტომ, რომ ალტერნატივა ოცნების მხარდამჭერებისთვის არის გახარია. დანარჩენი ოპოზიციური პარტიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხმები არ დაიკარგოს და ერთი ხმის დაკარგვის უფლება არ გვაქვს," - ამბობს ბუჩუკური.

მსგავსი სიახლეები