"არიან ზეპანიკაში" - ანა დოლიძე "ოცნებაზე"

16.07.24 22:50
"არიან ზეპანიკაში" - ანა დოლიძე "ოცნებაზე"

„მე თუ მკითხავთ, რატომ არის ეს ხელისუფლება რუსული, პირველ რიგში, ეს არ არის არც რუბლი, არც სამფეროვანი რუსული დროშა, ეს არის მართვის მეთოდი,“ - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე „რეაქციაში“ საუბრობს.

ანა დოლიძე "ქართული ოცნების" ლიდერების დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ზიზღის კამპანიას აწარმოებს პარტია და შიშის დათესვა უნდა.

აქ არ იყო არაფერი დადებითი, აქ არ იყო არაფერი დადებითი მონაცემები, რა მონაცემებზე, რა ქვეყანაში დაბრუნებული ემიგრანტებზე დაყრდნობით, რა ბაღებში გაშვებულ ბავშვებზე გაშვებით, რა სოციალურ დახმარებებს მოკლებულ ადამიანებზე დაყრდნობით, აი რა მონაცემებზე დაყრდნობით უნდა აირჩიოს ხალხმა ქართული ოცნება?
ხელისუფლება, რომლის თილისმა არის ორი ჯალათი მოსამართლე, მურუსიძე და ჩინჩალაძე - ვინ არის ამ ხელისუფლების თილისმა, ორი მოსამართლე, რომლებმაც შექმნეს რეპრესიები, ეს მოსამართლეები ამ ხელისუფლების თილისმაა და ესენი გველაპარაკებიან კიდევ ვიღაცის გასამართლებაზე?
ამათ ძალიან კარგად იციან, რომ მათი მხარდაჭერა მერყეობს მოსახლეობის 30 პროცენტში, არიან ზეპანიკაში, იმიტომ, რომ დიდი დასაყრდენი გამოეცალა ქართულ ოცნებას და ეს არის მისი პროდასავლური ამომრჩეველი. ქართული ოცნების კოშმარი არის, რომ ხალხს დავანახებთ, რომ ის პრორუსული პარტია,“ - ამბობს ანა დოლიძე.

მსგავსი სიახლეები