თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი დროებით წყვეტს მგზავრთა მომსახურებას
თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრთა მომსახურება დროებით შეწყდება. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები იმუშავებენ.
საბურთალოს ხაზზე მომსახურება ხვალ სტანდარტულ დროს, 06:00 საათზე განახლდება, პირველი ხაზი კი მგზავრთა მიღებას ჩვეული სამუშაო განრიგით უზრუნველყოფს.