როტაციულ თავმჯდომარეს არ მიუღია ევროსაბჭოს მანდატი, რომ კავშირის სახელით იმოქმედოს - მიშელის პასუხი ორბანს

17.07.24 10:26
როტაციულ თავმჯდომარეს არ მიუღია ევროსაბჭოს მანდატი, რომ კავშირის სახელით იმოქმედოს - მიშელის პასუხი ორბანს

ვიქტორ ორბანთან ევროკავშირში დაპირისპირება გრძელდება - ევროკომისიის ბოიკოტის შემდეგ, ამჯერად უნგრეთის პრორუს პრემიერს საგანგებო წერილით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიმართავს და ახსენებს, რომ ის უფლებამოსილი არ არის ევროკავშირის სახელით უკრაინის შესახებ ისაუბროს.

"ორბანი თავისი ინიციატივით ცდილობს „სამშვიდობო მისიის“ შესრულებას უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დასაწყებად, კიევი კი  ამ მცდელობას უარყოფს, საბჭოს როტაციული თავმჯდომარე არანაირ როლს არ თამაშობს კავშირის წარმომადგენლობაში საერთაშორისო ასპარეზზე და არ მიუღია ევროსაბჭოს მანდატი, რომ იმოქმედოს კავშირის სახელით" - წერს მიშელი საგანგებო  განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები