"კრემლის პოლიტიკა და პუტინის გეგმა" - ბარამიძე ივანიშვილი მუქარაზე

17.07.24 11:14
"კრემლის პოლიტიკა და პუტინის გეგმა" - ბარამიძე ივანიშვილი მუქარაზე

ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ გზავნილებს, რომელიც ოლიგარქმა "ქართული ოცნების" ახალი ოფისისი პრეზენტაციაზე გააჟღერა, "ერთიაონობის" ლიდერი გია ბარამიძე "კრემლის პოლიტიკას" უწოდებს. ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ რეპრესიები, რომელიც ივანიშვილმა დააანონსა, ახალი არ არის და უკვე 12 წელიწადია "ოცნება" ენმ-ს განადგურებაზე ლაპარაკობს. 

ეს არის რუსული პოლიტიკა, ეს არის კრემლის და პუტინის გეგმა. პირდაპირ დაიმუქრა, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი, პირდაპირ თქვა, რომ ამათ გავანადგურებთო, მაგრამ ჩვენთვის, ენმ-თვის ეს ხომ არ არის ახალი, 12 წელიწადია გვანადგურებენ, ეს ხომ დღეს არ თქვა პირველად. 2013 წელს თქვა ოფიციალურად მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, რომ ჩემი მთავარიო ამოცანა არის „ნაციონალური მოძრაობის „განადგურებაო, - ამბობს „ერთიანობის“ ლიდერი  გიორგი ბარამიძე.

ბიძინა ივანიშვილმა ენმ-ს და ოპოზიციის წინააღმდეგ არჩევნების შემდეგ რეპრესიები დააანონსა. ოლიგარქის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" უნდა "განადგურდეს". 

მსგავსი სიახლეები