პარტნიორები რას გვეუბნებიან, ნაკლებად მაინტერესებს - ხათუნა ჟორდანია

17.07.24 11:19
პარტნიორები რას გვეუბნებიან, ნაკლებად მაინტერესებს - ხათუნა ჟორდანია

 

 

ევროკავშირი ერთი და ორი ადამიანი ხომ არ არის და 2-3 ხომ არ იღებს გადაწყვეტილებას? - "ოცნების" პარტიულ პრეზიდენტაციაზე მისულმა ხათუნა ჟორდანიამ "პირველებს" პირდაპირ უთხრა, რომ არ აინტერესებს, რას ის განცხადებები და უმკაცრესი გზავნილები, რომელიც დასავლელი პარტნიორებისგან ისმის.

მე ისე არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირში პროცესი შეჩერებულია. იცი რა პარტნიორები რას გვეუბნებიან, ნაკლებად მაინტერესებს. მე მაინტერესებს, რა იქნება სინამდვილეში. ევროკავშირი ერთი და ორი ადამიანი ხომ არ არის და 2-3 ხომ არ იღებს გადაწყვეტილებას? ვერ დაგისახელებთ, ვინ უჭერს ევროკავშირიდან "ოცნების" პოლიტიკას მხარს, იმიტომ, რომ არ ვარ საქმის კურსში", - თქვა ხათუნა ჟირდანიამ.

"ოცნებამ" საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო - გუშინდელ პარტიულ პრეზიდენტაციაზე "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მთავარი საარჩევნო დაპირება ხელიუფლებაში ყოფნის 12 წლის შემდეგაც ისევ წინა ხელისუფლებაზე ლაპარაკი და ისევ ომში საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება იყო. 

მსგავსი სიახლეები