"ოცნებას" საკუთარი ამომრჩევლისთვის სათქმელი არაფერი აქვს, ამიტომ მითოლოგიური მტერი შექმნა - ცქიტიშვილი

17.07.24 11:36
"ოცნებას" საკუთარი ამომრჩევლისთვის სათქმელი არაფერი აქვს, ამიტომ მითოლოგიური მტერი შექმნა - ცქიტიშვილი

"ქართული ოცნებამ" მითოლოგიური მტერი შექმნა, რომელსაც თითქოს ხელისუფლება ებრძვის, - ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პროგრესული ფორუმის“ თავმჯდომარე დიმიტრი ცქიტიშვილი ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ გზავნილებს. 

მესამე სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ ხელისუფლებას საკუთარი ამომრჩევლისთვის სათქმელი არაფერი აქვს, ამიტომ ახლა "ზღაპრებს" იგონებს. 


ეს არის მითოლოგიური მტრის შექმნა იმისთვის, რომ რახან არ გაქვს არაფერი სათქმელი ამომრჩეველთან, უნდა თქვა, რომ არის რაღაც მითოლოგიური მტერი, ამ ხალხის უკან დგას ვიღაც ბოროტი ძალა... ზღაპარზე ვსაუბრობთ, ხელოვნურად შექმნილ დაწერილ ზღაპარზე, ამ ზღაპრის ბოროტ გმირს თითქოს ებრძვის „ქართული ოცნება“. აერთიანებს ყველას ერთმანეთში. რა თქმა უნდა, ყველა განსხვავებულია და ყველას სხვა და სხვა პოლიტიკური ამოცანაა, მათი ერთად თავმოყრა არ არის სწორი, არ არის მართებული, - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.
 

ბიძინა ივანიშვილმა ენმ-ს და ოპოზიციის წინააღმდეგ არჩევნების შემდეგ რეპრესიები დააანონსა. ოლიგარქის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" უნდა "განადგურდეს".   

მსგავსი სიახლეები