საზოგადოების გახლეჩვა და დაპირისპირება - სერგო ჩიხლაძე ივანიშვილის გზავნილებზე

17.07.24 11:42
საზოგადოების გახლეჩვა და დაპირისპირება - სერგო ჩიხლაძე ივანიშვილის გზავნილებზე

ივანიშილის გუშინდელ მუქარის შემცველ გზავნილებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე საზოგადოების გახლეჩვის მცდელობად აფასებს. ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ ოლიგარქის განცხადებებმა ცხადყო, რომ საჭიროების შემთხვევაში ივანიშვილი "შავ სიაში" საკუთარ თანაგუნდელებსაც შეიყვანს. 

ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის გუნდში, თავის ყოფილ გუნდებშიც ვერ ინარჩუნებს ერთიანობას, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ თუ რაღაც არ მოეწონება, ამ სიას დაამატებს კობახიძეს, დაამატებს ღარიბაშვილს და ა.შ. ეს არის ისევ და ისევ საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება, მტრის ძიება და შესაბამისად, ეს გზა საქართველოს ვერც ევროკავშირში მიიყვანს, ვერც გამარჯვებისკენ მიგვიყვანს, - ამბობს სერგო ჩიხლაძე.   

ბიძინა ივანიშვილმა ენმ-ს და ოპოზიციის წინააღმდეგ არჩევნების შემდეგ რეპრესიები დააანონსა. ოლიგარქის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" უნდა "განადგურდეს".   მან ასევე იმ ადამიანების სახელები და გვარები ჩამოთვალა, რომელთაც, მისი თქმით, "პასუხისგება" მოუწევთ. 

მსგავსი სიახლეები