"ოცნებამ" ამნისტია იმ ზონდერებს შეახო, რომლებიც მოქალაქეებზე სისტემურად ძალადობდნენ - ბუჩუკური

17.07.24 12:17
"ოცნებამ" ამნისტია იმ ზონდერებს შეახო, რომლებიც მოქალაქეებზე სისტემურად ძალადობდნენ - ბუჩუკური

"ოცნების" დაანონსებულ შერჩევით ამნისტიას პატიმრების გარდა ოპოზიციონერი დეპუტატებიც აპროტესტებენ. პარტია "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური პირდაპი ამბობს, რომ ხეისუფლებამ კანონპროექტი იმ პატიმრებს მოარგო, რომლებიც მხარს "ქართულ ოცნებას" უჭერენ და მათ შორის, მოქალაქეებზე სისტემურ ძალადობაში მონაწილეობდნენ. 

ოპოზიციის წევრი მიიჩნევს, რომ საჭირო იყო გამოძიება 156 მუხლზეც გავრცელებულიყო, რომელიც პოლიტიკური ნიშნით დევნას გულისხმობს, თუმცა "ოცნებამ" ეს არ გააკეთა.

ადამიანები,  ზონდერები, რომლებიც სისტემურად ძალადობდნენ ჩვენს მოქალაქეებზე, მათ შორის, პროტესტებში მონაწილე მოქალაქეებზე, წინასწარი გარიგებით ამ ადამიანებთან, ამნისტია შეახეს მათ შორის ამ ადამიანებს. იმიტომ, რომ ის მუხლები, რომლებითაც უნდა დაეწყოთ, რეალურად, გამოძიება, 156 მუხლი, რომელიც გულისხმობს პოლიტიკური ნიშნით დევნას ადამიანებზე, ამ მუხლით არ დაიწყეს გამოძიება, დაიწყეს რაღაც სხვა აბსურდული მუხლებით, რომლებზეც გაავრცელეს შემდგომა ამნისტია. უნდა იყოს ჰუმანური აქტი, უნდა განხორციელდეს ისე, რომ კრიმინოგენული სიტუაცია ქვეყანაში არ გაუარესდეს და ამას სჭირდება ანალიზზე დაფუძნებული შესაბამისი ამნისტიის პროექტის შედგენა. არანაირი ანალიზი „ოცნებას“ არ წარმოუდგენია. ბუნებრივია, ეს ყველაფერი კეთდება წინასაარჩევნოდ, - ამბობს ბუჩუკური.  

წინსაარჩევნოდ დაანონსებული ამნისტია "ოცნებას" დიდ თავის ტკივილად ექცა. პატიმრები "შერჩევით ამნისტიას" ციხეებში შიმშილობით პასუხობენ. აქციები იწყება ციხის გარეთაც.  ამნისტიის პროექტის განხილვას "ოცნება" ხვალ იურიდიულ კომიტეტზე იწყებს, პარლამენტს გარეთ კი პატიმრების ოჯახის წევრები პროტესტს აანონსებენ. 

 

მსგავსი სიახლეები