საქართველო ევროკავშირის ამბიციებიდან უკან იხევს? - უილიამ კორტნი შეთანხმების ანულირებაზე

28.07.21 17:40
საქართველო ევროკავშირის ამბიციებიდან უკან იხევს? - უილიამ კორტნი შეთანხმების ანულირებაზე

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი “ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას Twitter-ზე ეხმიანება.

19 ივლისს, ბათუმში საქართველომ „ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შემდგომი პროგრესის მიმართ ერთგულების" პირობა დადო. ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან გამოსვლა უთხრის თუ არა ძირს ამ დაპირებას? საქართველო ევროკავშირის ამბიციებიდან უკან იხევს?" - წერს კორტნი ტვიტერზე.

 

„ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად დღეს  გამოაცხადა.