23 ივლისს კონგრესში საქართველოსა და მოლდოვაში მოახლოებულ არჩევნებზე მოსმენა გაიმართება

17.07.24 12:01
23 ივლისს კონგრესში საქართველოსა და მოლდოვაში მოახლოებულ არჩევნებზე მოსმენა გაიმართება

23 ივლისს, აშშ-ის კონგრესში, მოლდოვასა და საქართველოში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, აშშ-ის პოლიტიკაზე მოსმენა გაიმართება.

მოსმენას კონგრესის ევროპის საგარეო საქმეთა ქვეკომიტეტი გამართავს და თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

მომხსენებლები იქნებიან: სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯოშუა ჰაკი და კრისტოფერ სმიტი, ასევე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის მოადგილე, ალექსანდრე სოკოლოვსკი. ეს ჩამონათვალი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

მსგავსი სიახლეები