წარსულში ჩარჩენილი რეჟიმი, რომელიც ვირტუალური რეალობის შექმნას ცდილობს - ქადაგიძე "ოცნებაზე"

17.07.24 13:19
წარსულში ჩარჩენილი რეჟიმი, რომელიც ვირტუალური რეალობის შექმნას ცდილობს - ქადაგიძე "ოცნებაზე"

წარსულში ჩარჩენილი რეჟიმი, რომელიც ვირტუალური რეალობის შექმნას ცდილობს, - ასე აფასებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ქადაგიძე "ოცნების" გუშინდელ გზავნილებს, რომელიც მათ "ქართული ოცნების" ახაი ოფისის პრეზდენტაციაზე გააჟღერეს. 

ქადაგიძის თქმით, მმართველ პარტიას ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე პასუხები არ აქვს, ამიტომ ახლა არ არსებული ძალის დემონსტრირებას ცდილობს.

ეს არის უაღრესად რეტროგრადული, წარსულში ჩარჩენილი რეჟიმი, უაღრესად კორუმპირებული, რომელიც ცდილობს, შექმნას ვირტუალური რეალობა. მათ არ აქვთ არანაირი მხარდაჭერა, ეს ნათელია, ამიტომ ცდილობენ ისევ თავისი პროპაგანდისტული არხებით დემონსტრირებას არარსებული ძალის, არარსებული პრობლემების წინ წამოწევას და ა.შ., ვინაიდან 12 წლის თავზე არ აქვთ არანაირი პასუხი იმ გამოწვევების, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი ყოველდღიურად გვაშორებენ ჩვენს მთავარ ევრო პერსპექტივას. ამიტომ, ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ 26 ოქტომბერს იქნება უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს ისტორიაში, იქნება დღე, როდესაც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ გახდება თუ არა საქართველო ბელორუსი, როგორც ამას ისინი გვიანონსებენ თუ გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი ოჯახის წევრი, - ამბობს ქადაგიძე. 

ბიძინა ივანიშვილმა ენმ-ს და ოპოზიციის წინააღმდეგ არჩევნების შემდეგ რეპრესიები დააანონსა. ამის შესახებ მან "ქართული ოცნების" ახალი ოფისის გახსნის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

ოლიგარქის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" უნდა "განადგურდეს".   მან ასევე იმ ადამიანების სახელები და გვარები ჩამოთვალა, რომელთაც, მისი თქმით, "პასუხისგება" მოუწევთ.  

 

მსგავსი სიახლეები