გვაქვს ინფორმაცია, რომ აგვისტოში შეეცდებიან ოპოზიციური მედიების გაჩუმებას - ნიკა გვარამია
"გვაქვს ინფორმაცია, რომ აგვისტოში შეეცდებიან ოპოზიციური მედიების გაჩუმებას", - ამის შესახებ განცხადება "მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ, გააკეთა. გვარამია დღეს "ქართული ოცნების" მიერ მიშელის შეთანხმების ანულირებას გამოეხმაურა და საერთაშორისო პარტნიორებს მიმართა, ყურადღებით დააკვირდნენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საკითხმა მიიღო მკაფიო პოლიტიკური ხასიათი, გამომდინარე იქიდან, რომ პროცესებმა მიიღო მკაფიოდ პოლიტიკური ხასიათი, ჩვენ გამოვდივართ იმ სპეციალური რეჟიმის მდგომარეობიდან და ვუბრუნებით მწვავე, კრიტიკული გაშუქების რეჟიმს.
ეს ბრძოლა არის პოლიტიკოსების მოსაგები, ეს არის მკაფიოდ მოსაგები ბრძოლა. "მთავარი არხი" იმედი მაქვს, სხვა ოპოზიციური არხებიც, ამ ბრძლაში იქნებიან საქართველოს გვერდით, ღიად რჩება საკითხი მედიის უსაფრთხოების და დაცვის შესახებ, ბოლო დღეების კამპანია საგადასახადო შტურმის თაობაზე.
დიქტატურა აგვისტოში თავის მსუსხავ ხელს კიდევ ბევრჯერ გამოყოფს, გვაქვს ინფორმაცია, რომ აგვისტო იქნება ის პერიოდი, როცა შეეცდებიან ოპოზიციური მედიების გაჩუმებას და დახურვას, ამიტომ კვლავ ვითხოვთ, მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველა ელჩს, რომ მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იყოს საქართველოს მოძალადე ხელისუფლება", - თქვა გვარამიამ.