"აგვისტოს ომი სააკაშვილის წინდაუხედავი პოლიტიკის გამო მოხდა" - "ოცნება" ივანიშვილის გზავნილებს იმეორებს

17.07.24 13:45
"აგვისტოს ომი სააკაშვილის წინდაუხედავი პოლიტიკის გამო მოხდა" - "ოცნება" ივანიშვილის გზავნილებს იმეორებს

ივანიშვილის განცხადება, რომ  წინა ხელისუფლებას ქვეყნის ომში ჩართვის გამო პასუხისგება მოუწევს,  დღეს "ოცნების" სხვა ლიდერებმაც გაიმეორეს. ირაკლი ქადაგიშვილი ამტკიცებს, რომ სააკაშვილის წინდაუხედავმა და პროვოკაციულმა ნაბიჯებმა რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე აგრესიის განხორციელება გაუადვილა. 

პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკის წარმოებაზე, რამაც შესაძლებელი გახადა რუსეთის მხრიდან აგრესიის განხორციელება. აი, ამაზეა საუბარი, ამიტომ ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რა პოლიტიკას ატარებდა, რა წინდაუხედავ პროვოკაციულ პოლიტიკას ატარებდა სააკაშვილის ხელისუფლება, რამაც შესაძლებელი გახადა და გაუადვილა რუსეთს სწორედ ამ აგრესიის განხორციელება. ბატონმა ბიძინამ აღნიშნა, რომ აქ არის იურიდიული მხარეც და აქ არის პოლიტიკური მხარეს, - ამბობს ქადაგიშვილი.

მმართველი გუნდის კიდევ ერთმა წევრმა რატი იონათამიშვილმა კი დღეს სააკაშილის მმართველობა, პრაქტიკულად, რუსეთის მოკავშრედ გამოაცხადა. მისი თქმით, "ოცნებამ" სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაცაისთან ერთად ენმ-ც დაამარცხა. 

სწორედ „ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომელმაც საერთაშორისო სასამართლოებში, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოში დაამტკიცა, რომ მთელი ეს პასუხისმგებლობა იყო ოკუპანტის, რუსეთის მხარეს და ოკუპანტი ეწოდა ზუსტად ამ საქმეების საფუძველზე რუსეთს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“, მაგალითად, გავიხსენოთ 2008 წლის ევროსაბჭოს რეზოლუცია, სადაც სრულიად საპირისპიროს ამბობდა და შემდეგ, სხვათა შორის, სტრასბურგის იმ საქმეებში ამ რეზოლუციას იშველიებდა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ და მტკიცებულებებს ხომ არ უქმნიდა შემთხვევით „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ, ესეც საკითხავია, ვინაიდან ჩვენ სტრასბურგის სასამართლოში მარტო რუსეთის ფედერაცია კი არა, რუსეთის ფედერაცია და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად დავამაცხეთ, - ამბობს რატი იონათამიშვილი. 
 

ივანიშვილი აგვისტოს ომის დაწყებაში ისევ საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს. ამის შესახებ ოლიგარქმა მმართველი პარტიის ახალი ოფისის გახნის პრეზენტაციაზე ისაუბრა. 

მსგავსი სიახლეები