"დაიცავი არჩევნები" - გადამწყვეტი არჩევნების დასაკვირვებლად კიდევ ერთი ორგანიზაცია შეიქმნა

17.07.24 13:40
"დაიცავი არჩევნები" - გადამწყვეტი არჩევნების დასაკვირვებლად კიდევ ერთი ორგანიზაცია შეიქმნა

 

მზადება გადამწყვეტი არჩვენებისთვის დაწყებულია. ქვეყანაში მოახლოებულ არჩევნებს კიდევ ერთი ორგანიზაცია დააკვირდება. "დაიცავი არჩევნები" - ახალი მოძრაობა დღეს შეიქმნა, რომლის წევრებიც ცესკოს ყოფილი თავმჯდომარეები და ყოფილი წევრები არიან. ორგანიზაცია ყველა მსურველს კონულტაციებს და გადამზდებას სთავზობს იმისთვის, რომ ივანიშვილის პარტიამ სხვადასხვა მანიპულაციებით ხმების მითვისება ვერ შეძლოს.

ჩვენ გადავწყვიტეთ ჩამოგვეყალიბებინა პროფესიული გართიანება "დაიცავი არჩევნები", რომელიც მზად არის ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მოამზადოს როგორც საარჩევნო მოხელეები, ისე საარჩევნო დამკვირვებელები, კომიიის წევრები და ა.შ. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს პრაქტიკული მუშაობა რამოდენიმე ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან, უკვე ჩატარებულია ტრენინგები მათთან და ვაპირებთ გავაგრძელოთ ამ მხრივ მუშაობა", - განაცხადა ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან თარხნიშვილმა.

მსგავსი სიახლეები