შერჩევითი ამნისტია და პროტესტი ციხეებში - პატიმრები სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვენ
შერჩევითი ამნისტია და პროტესტი ციხეებში - პატიმრები პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის შესვლას ითხოვენ. მოშიმშილე მსჯავრდებულები ითხოვენ, ხელისუფლებამ კანონპროექტი ისე შეცვალოს, რომ ამნისტია ყველას შეეხოს. საუბარია სასჯელის 1/4-ით შემცირებაზე.
პატიმრების მოთხოვნაა და მშობლების, რა თქმა უნდა, ერთი მეოთხედი მაინც, არ ვითხოვთ ჩვენ ციხის კარების გაღებას და ყველა პატიმრის გამოშვებას, რომ ცოტა მიანც შეუმსუბუქდეთ. სახალხო დამცველს ითხოვენ, იმიტომ, რომ შიმშილობენ და უკმაყოფილოები არიან, რომ არ არის ასე კონკრეტული, ზოგიერთებზე არის და ყველაზე არ არის. ყველა პატიმარს ხომ უნდა ეხებოდეს, რომ ერთიანად იყოს ერთი მეოთხედი ყველაზე და არა გამორჩეულ პატიმრებზე. ამ წამს მთავარი მოთხოვნა ის არის სახალხო დამცველი შევიდეს და გაიგოს რა ხდება ციხეში, რატომაა ასეთი ბუნტი და თვითონ უფრო კარგად დაელაპარაკებიან პატიმრები, - ამბობს პატიმრის ოჯახის წევრი.
წინასაარჩევნოდ დაანონსებული ამნისტია "ოცნებას" დიდ თავის ტკივილად ექცა. პატიმრები "შერჩევით ამნისტიას" ციხეებში შიმშილობით პასუხობენ. აქციები იწყება ციხის გარეთაც. ამნისტიის პროექტის განხილვას "ოცნება" ხვალ იურიდიულ კომიტეტზე იწყებს, პარლამენტს გარეთ კი პატიმრების ოჯახის წევრები პროტესტს აანონსებენ.