ეს კიდევ ერთი აღიარებაა, რომ "ოცნება" უკიდურესად შეშინებულია - ლილუაშვილი შეთანხმების ანულირებაზე

28.07.21 18:15
ეს კიდევ ერთი აღიარებაა, რომ "ოცნება" უკიდურესად შეშინებულია - ლილუაშვილი შეთანხმების ანულირებაზე

გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" ხელისუფლების მიერ მიშელის დოკუმენტის ანულირებას "ოცნების" რეიტინგის მკვეთრ კლებას უკავშირებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილის, თქმით, "ოცნების" გადაწყვეტილებას ,,ენმ"-ს მიერ დოკუემენტზე ხელის არმოწერამაც შეუწყო ხელი. 

დღეს ჩვენ ხელისუფლებამ გვითხრა, რომ სახელწმიფო ინტერესები, ქვეყნის და თითოეული მოქალაქის განისაზღვრება არა დემოკრატიული პროცესებით და ამ მოქალაქეების ნებით, არამედ მმართველი პარტიის ნება-სურვილით, მთავარია, მელიასა და რურუას თავისუფლება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმში ბრალდებული ადამიანი მერობის კანდიდატია, რითაც მტრის ხატი შექმნილია. ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი აღიარება, რომ ისინი არიან უკიდურესად შეშინებულები, ,,ნაცმოძრაობამ" დაადასტურა, რომ არ მოაწერეს ხელი, რადგან აწყობდა მმართველ პარტიას და სჭირდებოდა მას საფუძვლად, რომ შეთანხმება ანულირებულად გამოეცხადებინათ", - ამბობს ბექა ლილუაშვილი.