წვრთნების გაუქმების გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი - პენტაგონის პრესსპიკერი
წვრთნების გაუქმების გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი - ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა, გენერალ-მაიორმა, პატრიკ რაიდერმა "ამერიკის ხმის" მიერ დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა.
რაიდერის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს დახმარებას გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები.
"ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან და გზების ძიებას რათა გაძლიერდეს საქართველოს უნარი დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა. წვრთნების გაუქმების გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ წვრთნების მნიშვნელობას, რასაც პარტნიორები და მოკავშირეები მატებენ ისეთ წვრთნებს, როგორიც არის ღირსეული პარტნიორი. ასე, რომ ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ და ველით მომავალ შესაძლებლობებს ვითანამშრომლოთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან",- თქვა პატრიკ რაიდერმა გამართულ პრესკონფერენციაზე.
აშშ-მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო .
ირკვევა, რომ სწავლება თავდაპირველად იყო დაგეგმილი 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე, თუმცა ახლა საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება.