"პარანოია აქვს, საშიშია" - გოგიჩაიშვილი ივანიშვილზე
პარტია "საქრათელოსთვის" წევრის ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ივანიშვილის გუშინდელმა გამოსვლამ ცხადყო, რომ ის ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველა სიბინძურეზე წამსვლელია. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ივანიშვილს "პარანოია" აქვს და საზოგადოებისთვის საშიშია.
მე ვფიქრობ, რომ პარანოიას მასშტაბი არის გაზრდილი ამ ადამიანში, ისტერიის მასშტაბი არის გაზრდილი. ეს კაცი არის საშიში. თუ ვინმემ უნდა გააჩეროს, იმ ხალხმა უნდა გააჩეროს, იმიტომ, რომ ზღვარი არ იარსებებს. ცოტა ხანში მას დაეწყება რაღაცეები, მოელანდება ვიღაცეები. ივანიშვილი არის მომსახურეობის ზონიდან გასული, შეშლილი კაცი იდგა გუშინ მიკროფონთან, რომელიც ყველაფერ სიბინძურეზეა წამსვლელი, ყველაფერს იკადრებს, რომ რაღაცნაირად ხელისუფლება გაახანგრძლივოს, - ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.
ბიძინა ივანიშვილმა ენმ-ს და ოპოზიციის წინააღმდეგ არჩევნების შემდეგ რეპრესიები დააანონსა. ამის შესახებ მან "ქართული ოცნების" ახალი ოფისის გახსნის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
ოლიგარქის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" უნდა "განადგურდეს". მან ასევე იმ ადამიანების სახელები და გვარები ჩამოთვალა, რომელთაც, მისი თქმით, "პასუხისგება" მოუწევთ.