ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, დაგმობილია ორბანის მოსკოვში ვიზიტიც

17.07.24 17:13
ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, დაგმობილია ორბანის მოსკოვში ვიზიტიც

გადაწყვეტილება მიღებულია - ევროპარლამენტმა დღეს, 17 ივლისს გამართულ პლენარულ სხდომაზე, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო.

  • რეზოლუციას, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ადასტურებს, მხარი 679 ევროპარლამენტარიდან 495-მა დაუჭირა. 

რეზოლუციაში ასევე დაგმობილია უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის არაკოორდინირებული საგარეო პოლიტიკური ქმედებები. კერძოდ, რეზოლუცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ორბანის მოსკოვში ვიზიტის დროს უნგრეთის პრეზიდენტი არ წარმოადგენდა ევროკავშირს. 

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ეს ვიზიტი ევროკავშირის ხელშეკრულებებისა და საერთო საგარეო პოლიტიკის უხეში დარღვევაა.

ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობის მიერ მიღებული რეზოლუცია უკრაინის სამხედრო, ფინანსური და სხვა სახის დახმარების გაგრძელების, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერისა და გაყინული რუსული აქტივების გამოყენების შესახებ მოწოდებებს შეიცავს.

 

მსგავსი სიახლეები