ახალი ერთობა ოპოზიციაში - ვის ვიხილავთ ახალ პოლიტიკურ ცენტრში?
ახალი ერთობა ოპოზიციაში - გადამწყვეტი არჩევნების წინ ქვეყანაში კიდევ ერთი დიდი პოლიტიკური ცენტრი ყალიბდება - "პირველების" ინფორმაციით, გადამწყვეტ არჩვენებში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას პარტია "ლელო", ანა დოლიძის პარტია "ხალხისთვის" და მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" ერთობლივი ძალებით დაუპირისპირდებიან.
ცნობილია, რომ ჯაფარიძე-ხაზარაძის გუნდი ახალი პოლიტიკური ცენტრის დაფუძნების შესახებ განცხადებას დღეს, 21:00 საათზე გააკეთებს, სადაც ლიდერები ახალ ერთობასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიან.
პარტია "ლელო საქართველოსთვის“ საგარეო ურთიერთობის მდივანი ამ ეტაპზე არ საუბრობს, ვის ვიხილავთ ახალ გაერთიანებაში, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ "დღეს საზოგადოებას ძალიან საინტერესო ალტერნატიულ პლატფორმას წარუდგენენ".
გრიგოლ გეგელია "პირველებთან" ამბობს, რომ "ლელო" პირობას ასრულებს და ისეთი ტიპის პოლიტიკურ ერთობას ქმნის, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლების დამარცხებას და ქვეყნის სწორად განვითარებას.
დღეს ჩვენ საზოგადოებას წარვუდგენთ, ძალიან საინტერესო ალტერნატიულ პლატფორმას, ძლიერი საქართველოსთვის, ძლიერი განვითარების კურსისთვის და ევროპული პერსპექტივის დაცვისთვის. ეს იქნება ძალიან საინტერსო პლათფორმა, რომელიც, როგორც დავპირდით საზოგადოებას არის ორიენტირებული იმაზე, რომ დასრულდეს ორ პოლუსიანობა და მეორე, ამ ქვეყანაში აღარასდროს დაბრუნდეს წარსულის პოლიტიკური ლოგიკები. ჩვენ ვასრულებთ, ჩვენს სიტყვას და ვქმნით ისეთი ტიპის პოლიტიკურ ერთობას, რომელიც უზრუნველყოფს ამ ქვეყანაში რუსეთის მომსახურე ხელისუფლების დასრულებას და ამ ხელისუფლების დასრულების შემდეგ, ქვეყნის სწორად განვითარებას.
დიდი იმედი გავქვს, ჩვენ შევქმნით, ისეთ პოლიტიკურ გამოსავალს, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანისთვის იქნება ნათელი, კომფორტული, კომპეტენტური არჩევანი. - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
"ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი არის შევქმნათ, ქართული ოცნების წინააღმდეგ, მაგრამ არა ნაცური ერთობა"- ეს განცხადება კი პარტია ,,ხალხისთვის“ დამფუძნებელმა გააკეთა.
ანა დოლიძე "პირველებთან" ამბობს, რომ მას კონსულტაციები ბევრ პარტიასთან ჰქონდა, ხელმოსაჭიდი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში კი მას მედია აუცილებლად გაიგებს.
ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი არის შევქმნათ, ქართული ოცნების წინააღმდეგ, მაგრამ არა ნაცური ერთობა. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი. ჩვენთვის, პარტია ,,ხალხისთვის“ კონსულტაციებისა და სამუშაო ურთიერთობების მანძილზე, რაც გვაქვს ძალიან დიდი ხანია ბევრ პარტიასთან, ამოსავალი იყო ყოველთვის ანტიქართული ოცნების, მაგრამ არანაცური ცენტრის გაკეთება.
ამ მიზნით სამუშაო ურთიერთობა გვაქვს, ძალიან ბევრ პარტიასთან. ამ ეტაპზე, ჩვენ ხელში არ გვიჭირავს, რაიმე განცხადება მოსახლეობისთვის, რაიმე შეთანხმებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, როგორც კი შეთანხმება იქნება მიღწეული რაიმე ერთეულთან, შესაბამისად მოგახსენებთ“- განაცხადა ანა დოლიძემ პარტია ,,ხალხისთვის“ დამფუძნებელი