ვინც საქართველოს სუვერენიტეტს აკარგვინებს, ეს რუსეთია - კურტ ვოლკერი
შტატები "ქართულ ოცნებას" დროს აძლევს, რომ თუ მას ამერიკასთან მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობა სურს, მაშინ ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ "ოცნებამ" უნდა შეწყვიტონ ამერიკის მტრად მოხსენიება და დადანაშაულება, რომ თითქოს, ამერიკას საქართველოს ომში ჩართა სურს.
იმდენი რამ გააკეთა საქართველოს მთავრობამ, რომელიც თავს ესხმის შეერთებულ შტატებს, რომ არ უნდა გაუკვირდეს, რომ ამერიკა პასუხს სცემს და ცდილობს იპოვოს გზები საპასუხო ზომებისთვის - ამბობს ვოლკერი და საქართველოს ხელისუფლების რუსულ კავშირებზე საუბრობს.
მისი თქმით, ვინც საქართველოს სუვერენიტეტს აკარგვინებს, ეს რუსეთია.
ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საქართველოს მთავრობას შეუძლია გააკეთოს, ეს არის იმის დემონსტრირება, რომ მას სურს ამერიკასთან მჭიდრო ურთიერთობა. არ მიაჩნიათ, რომ ამერიკა ზღუდავს საქართველოს სუვერენიტეტს და რომ მიესალმებიან ამერიკას, როგორც პარტნიორს. ასევე მათ უნდა თქვან, რომ კვლავ სურთ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება. უნდა შეწყვიტონ ამერიკის მტრად მოხსენიება და შეწყვიტონ ამერიკის დადანაშაულება, რომ თითქოს ამერიკას საქართველოს ომში ჩართა სურს. იმდენი რამ გააკეთა საქართველოს მთავრობამ, რომელიც თავს ესხმის შეერთებულ შტატებს, რომ არ უნდა გაუკვირდეს, რომ ამერიკა პასუხს სცემს და ცდილობს იპოვოს გზები საპასუხო ზომებისთის. მე სულაც არ ვეთანხმები ყველა ნაბიჯს, რომელიც ამერიკამ გადადგა. მაგალიტად მე დიდ პატივს ვცემ ქართველ სამხედროებს. ისინი იბრძოდნენ ავღანეთში ამერიკულ ძალებთან ერთად. არ მჯერა, რომ მიზანშეწონილია ქართველ სამხედროებთან კონტაქტის გაწყვეტა, თუმცა მე მესმის მიზეზი, რის გამოც შეერთებულ შტატებში ზოგიერთი ცდილობს, რომ საქართველოს მთავრობას გააგებინოს, რომ მათი ქცევა შეერთებული შტატების მიერ მიუღებელია. როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში განიხილავენ კანონმდებლობებს, რომელიც გადახედავს თანამშრომლობას ამერიკასა და საქართველოს შორის. კანონმდებლები აცხადებენ, რომ ამის მიზეზი შეერთებულ შტატებზე საქართველოს მთავრობის თავდასხმები და ქვეყნის შეიგნით ანტიდემოკრატიული ნაბიჯებია. გვახსოვდეს, რუსეთ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% და მიზანში აქვს მთელი ქვეყნის ოკუპაცია. ასე რომ, როდესაც საქართველოში ადამიანები დასავლეთის მხრიდან სუვერენიტეტის დაკარგვაზე საუბრობენ, სიმართლე არ არის, რადგან, ვინც საქართველოს სუვერენიტეტს აკარგვინებს ეს რუსეთია. ვფიქრობ, ქართველი ხალხის და საქართველოს ინტერესშია, შეჩერდეს ეს სვლა რუსეთის ბატონობისკენ და განაახლოს ურთიერთობა შტატებთან და ევროკავშირთან", - ამბიბს ვოლკერი.