აშშ-ში ქართველი სერიული მკვლელი დააკავეს - რა ვიცით 21 წლის "მეთაურ ყასაბზე"?

17.07.24 20:03
აშშ-ში ქართველი სერიული მკვლელი დააკავეს - რა ვიცით 21 წლის "მეთაურ ყასაბზე"?

სერიული მკვლელი საქართველოდან - "იგეგმებოდა ებრაელი ბავშვების მასობრივი მკვლელობა". ამერიკის ფედერალურმა ბიურომ უპრეცედენტო საქმე გახსნა. დაკავებულია ნეონაცისტური ჯგუფის ქართველი ლიდერი. 21 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილი  ფაშისტურ  დაჯგუფებაში ყასაბი მეთაურის სახელით არის ცნობილი.  გამოძიების ინფორმაციით, ჩხიკვიშვილი მეთაურობს ე.წ. მანიაკის მკვლელობის კულტს, რომელიც საერთაშორისო ექსტრემისტული დაჯგუფებაა. 

ამერიკიდან გაქცეული ქართველ სერიული მკვლელი ინტერპოლმა მოლდოვაში დააკავა. ამოღებულია ჩხიკვიშვილის მიმოწერა დაჯგუფების სხვა მეთაურებთან.  უკვე გაშიფრულია  ის სქემაც, რომლითაც ნეონაცისტური ჯგუფის ლიდერი უმძიმესი დანაშაულის ჩადენას გეგმავდა ნიუ იორკში. სანტა- კლაუსის ფორმაში გადაცმულ ტერორისტს ბრუკლინის ებრაულ სკოლებში ბავშვებისთვის მოწამლული ტკბილეული უნდა მიეტანა.

ყავდა თუ არა საერთაშორისო ტერორისტს თანამზრახველები საქართველოში - რას ამბობს ქართული პტოკურატურა? - მარიამ გაფრინდაშვილი ყველა დეტალით

მსგავსი სიახლეები