პროპაგანდა ომზე, აქცენტი წარსულზე და ღია მუქარა ოპონენტებს - რას გვპირდება "ქართული ოცნება"?

17.07.24 20:18
პროპაგანდა ომზე, აქცენტი წარსულზე და ღია მუქარა ოპონენტებს - რას გვპირდება "ქართული ოცნება"?

ბიძინა ივანიშვილი პუტინის ოცნების ასრულების პირობას დებს. მუქარა აგვისტოს ომის გამოძიებაზე და წინა ხელისუფლების გასამართლება - ეს არის ივანიშვილის მთავარი წინასაარჩევნო  დაპირება რჩება  შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილი ტრიბუნიდან პუტინს აბარებდა ანგარიშს. თვითიზოლაციაში მოქცეულ ქართულ ოცნების ლიდერს ერთადერთი დაპირება ხალხისთვის მხოლოდ ის ჰქონდა, რომ ომის დაწყებისთვის არა რუს გენერლებს, არამედ  საკუთარ მოქალაქეებს გაასამართლებს. 

ხელისუფლებაში ყოფნის მე-12 წლისთავზე ივანიშვილს საზოგადოებისთვის მეტი სათქმელი არა აქვს. ქვეყნის გარეთ   მთავარი გამოწვევა არარსებული გლობალური ომის პარტიაა, ქვეყნის შიგნით კი ამ პარტიის რადიკალური წარმომადგენლები, რომლებსაც გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა.

ეს გზავნილი კი ყველა გამომსვლელის სიტყვაში მთავარი იყო. ზოგადად, "ქართული ოცნების" ტრიბუნიდან  ყველაზე ხშირად ორი სიტყვა  ისმოდა -  "ომი" და "ბიძინა".

რას გვპირდება "ქართული ოცნება"? - რუსუდან დუმბაძე დეტალებით

 

მსგავსი სიახლეები