პატიმრების პროტესტი - "ქართულ ოცნებას" მოშიმშილეების ხმა არ ესმის
პატიმრების პროტესტი სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს. პენიტენციურ დაწესებულებებში დაწყებულ შიმშილობის აქცია დღეს რუსთავის ქალთა ციხეც შეუერთდა. მოთხოვნა ერთია - სამართლიანი ამნისტია. "ოცნებისგან" მოტყუებული მსჯავრდებულები გაჩერებას არ აპირებენ, ისევე როგორც მათი ოჯახის წევრები, რომლებმაც უკვე დააანონსეს საპროტესტო აქცია პარლამენტთან. ხვალ იურიდიულ კომიტეტი კანონპროექტის განხილვას იწყებს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ წინასაარჩევნოდ პატიმრების გულების მოგების და შესაბამისად მათი ხმების მობილიზების გეგმა ხელისუფლებას ჩაუვარდა.