მოსამართლეების დავა სასამრთლოში
კიდევ ერთი უპრეცედენტო პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში. მოსამართლეები სასამართლო სისტემის და კლანის წინააღმდეგ. 5 მოქმედი მოსამართლე იმ მუხლების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს, რომლითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განუსაზღვრელი უფლებები აქვს მინიჭებული. მათ შორის დისციპლინური დევნისა და მოსამართლეების დაქვეითების წესებიც. ასევე სადაოა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შესახებ ჩანაწერი, რომელიც შესაძლოა მოსამართლის დასჯის საფუძველი გახდეს. მოსამართლეები ფიქრობენ, თუ ეს სამი ჩანაწერი კანონში დარჩა, სისტემაში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება.