პარლამენტში დარჩენილი ოპოზიციაც უნდა შევიდეს და ,,ოცნებას" ერთობლივად დაუპირისპირდეს - ვახო მეგრელიშვილი

28.07.21 19:12
პარლამენტში დარჩენილი ოპოზიციაც უნდა შევიდეს და ,,ოცნებას" ერთობლივად დაუპირისპირდეს -  ვახო მეგრელიშვილი

არავითარი ბოიკოტი, ჩვენი გადაწყვეტილებაა, დარჩენილი ოპოზიციონერებიც შევიდნენ პარლამენტში და ,,ოცნებას" ერთობლივი სტრატეგიით ებრძოლოს - ამის შესახებ ,,გირჩის" ლიდერმა ტვ პირველთან განაცხადა. ვახო მეგრელიშვილის თქმით, მიშელის დოკუმენტის ანულირებით ,,ოცნებამ" ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის ფაზაში დააბრუნა, რაზეც პასუხი უნდა გაეცეს. 

კობახიძის დღევანდელი გადაწყვეტილება შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. ჩვენ ისევ დავბრუნდით იმ მოცემულობაში, როცა ,,ოცნება" და ,,ნაცმოძრაობა" ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში იყვნენ ჩართული და  ჩვენ მუდმივად გვიწევდა არჩევანის გაკეთება, თუ რომლის მხარე უნდა დაგვეკავებინა.

ჩვენ არ ვაპირებთ, მივიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება ისე, როგორც ეს ჩვენმა კოლეგამ და ყოფილმა პარტნიორმა, ზურა ჯაფარიძემ, მიიღო, როცა მან პარლამენტის დატოვება გამოაცხადა. 

,,ქართული ოცნება" ხომ გვიბიძგებს მეტი რადიკალიზაციისკენ, ჩვენი აზრით, არა თუ პარლამენტის ბოიკოტი, არამედ საკანონმდებლო ორგანოში ის ოპოზიციონერი კოლეგებიც უნდა შევიდნენ, ვინც არ შესულა და ერთიანი სტრატეგიით დავუპირიპირდეთ ,,ქართულ ოცნებას" - განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.