სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში EU-ს წარმომადგენელი მაგდალენა გრონო იქნება

17.07.24 20:59
სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში EU-ს წარმომადგენელი მაგდალენა გრონო იქნება

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჩეხი დიპლომატი მაგდალენა გრონო იქნება. მაგდალენა გრონო ესტონელ ტოივო კლაარს ჩაანაცვლებს.

„პოლიტიკისა და უშიშროების კომიტეტმა დაამტკიცა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად ჩეხი მაგდალენა გრონოს დანიშვნა. ნომინაცია ოფიციალურად დამტკიცებული იქნება ევროკავშირის საბჭოს მიერ”, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები