თინა ბოკუჩავა - ივანიშვილი უკრაინასთან მიმართებაშიც ტყუის, რადგან ტრამპის და რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური პრიორიტეტი უკრაინის გამარჯვებაა

17.07.24 21:05
თინა ბოკუჩავა - ივანიშვილი უკრაინასთან მიმართებაშიც ტყუის, რადგან ტრამპის და რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური პრიორიტეტი უკრაინის გამარჯვებაა

"ივანიშვილი უკრაინასთან მიმართებაშიც ტყუის, რადგან პირადად ტრამპის და რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური პრიორიტეტი უკრაინის გამარჯვებაა" - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ  ბიძინა ივანიშვილის განცხადების საპასუხოდ ისაუბრა. 

ბიძინა ივანიშივლმა განაცხადა, რომ “უკრაინაში ომი, ყველაზე გვიან, ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები თუ გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც შეიძლება დასრულდეს”

“უკრაინასთან მიმართებაშიც ტყუის ბიძინა ივანიშვილი, რადგან პირადად დონალდ ტრამპის და რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური პრიორიტეტი არის უკრაინის გამარჯვება, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ 26 ოქტომბერს შევცვალოთ ხელისუფლება და დავდგეთ აშშ-თან, მთელ თავისუფალ სამყაროსთან ერთად და არა რუსეთის მხარეს ივანიშვილის ხელისუფლებასთან”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აშშ-ში, მილუოკში, ვისკონსინის შტატში, რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები