გახარია: ივანიშვილის ოცნება წარმოსახვით მტერს დასდევს და მოქალაქეებს ომით აშინებს
ივანიშვილის ოცნება წარმოსახვით მტერს დასდევს და მოქალაქეებს ომით აშინებს - ამის შესახებ ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, გლობალური ომის პარტიის ძიებაში საქართველოს ევროინტეგრცია შეჩერებულია და აშშ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვის პროცესშია.
გიორგი გახარიას თქმით, ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის ნორმალური განვითარების გზაზე დაბრუნების ერთადერთი გამოსავალია
ივანიშვილის ოცნება, რომელსაც პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა აღარ შეუძლია, წარმოსახვით მტერს დასდევს გლობალური ომის პარტიის სახით და საკუთარ მოქალაქეებს ომით აშინებს.
პარალელურად, აგრძელებს მოქალაქეების მოტყუებას, რომ თითქოს ევროკავშირი ივანიშვილის პირობებით მიგვიღებს.
გლობალური ომის პარტიის ძიებაში კი საქართველოს ევროინტეგრცია შეჩერებულია და აშშ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვის პროცესშია. ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის ნორმალური განვითარების გზაზე დაბრუნების ერთადერთი გამოსავალია!