თუ გახარია კითხვებს პასუხს გასცემს, მეორე დღესვე დავჯდები მასთან - ხაზარაძე

17.07.24 22:09
თუ გახარია კითხვებს პასუხს გასცემს, მეორე დღესვე დავჯდები მასთან - ხაზარაძე

 

 

რა შემთხვევაში შედგება გახარიასა და "ლელოს" ალიანსი? - მამუკა ხაზარაძე პირდაპირ ამბობს, რომ თუ ყოფილი პრემიერი მის მიმართ არსებულ კითხვებს გასცემს პასუხს, ის "მეორე დღესვე დაჯდება გახარიასთან" (სასაუბროდ). 

"ლელოს" ლიდერის თქმით, ექსპრემიერთან კითხვები, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან, სკანდალურ წერილთან და 20 ივნისთან დაკავშირებით არსებობს. მამუკა ხაზარაძის თქმით, შესაძლო კონსულტაციამდე ყოფილმა პრემიერმა გარკვევით უნდა თქვას,  გაუკეთებს თუ არა ის "ქართულ ოცნებას" კოალიციას.

"ლელო - საქართველოსთვის" დამფუძნებელი გადაჭრით აცხადებს, რომ ამ დროისთვის პარტია "საქართველოსთვის" ლიდერთან არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს. 

მამუკა ხაზარაძეს არანაირი პიროვნული ამბავი არ გააჩნია, რომელიმე ადამიანთან ცხოვრებაში, იმიტომ რომ მე ვარ ქრისტიანი. მე ვარ ადამიანი, ვისაც შეუძლია, ადამიანებს აპატიოს. აქ ჩვენ არ ვსაუბრობთ პიროვნულ ამბებზე. მეგობრებო, ჩვენ აქ ვლაპარაკობთ სახელმწიფოებრივ ამბებზე.

ეს არის დაახლოებით 4 მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც ბატონმა გახარიამ უნდა უპასუხოს, ამის შემდეგ, მე მზად ვარ, დაველაპარაკო ნებისმიერს, მათ შორის ბატონ გახარიას და არა ისე, კულუარულად რომ მიდის საუბარი, თითქოს რაღაცა კონსულტაციები მიდის. 

ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური  კითხვაა, გაუკეთებს თუ არა ის "ქართულ ოცნებას" კოალიციას? ჩვენ ამაზე პასუხი არ გვაქვს, შესაბამისად, პირველი კითხვის პასუხი ეს არის, დანარჩენ სამ კითხვაზე, როცა იქნება დრო, მე გიპასუხებთამბობს მამუკა ხაზარაძე. 

"ლელოს" ლიდერმა "პირველების" დამაზუსტებელი კითხვის შემდეგ, ჩამოთვალა ის სამი კითხვაც, რომელზეც "ლელო" მთავრიბის ყოფილი მეთაურისგან პასუხებს ითხოვს. 

აქვე, ხაზარაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დღეს "ქვეყანა გადასარჩენია" და არცერთ პოლიტიკოსს არ აქვს ფუფუნება, გადაწყვეტილებები პიროვნული საკითხების გათვალისწინებით მიიღოს: 

მინდა, ძალიან მკაფიოდ განვმარტო, რომ მამუკა ხაზარაძეს და მგონია, რომ არცერთ პოლიტიკოსს არ აქვს ფუფუნება, უფრო მეტიც, უფლება, პიროვნულ რაღაცებზე ისაუბროს, როცა ქვეყანას უჭირს. ერთი წლის წინ, მე ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც რუსთაველზე, დიდი დემონსტრაციის დროს გამოაცხადა, მზაობა, რომ გამოგვეცხადებინა მორატორიუმი. კიდევ ვიმეორებ, საუბარია სახელმწიფოებრივ საკითხებზე, რომელიც მისი მმართველობის დროს მოხდა. თუ ამ კითხვებზე პასუხს გასცემს, მზად ვარ, მეორე დღესვე დავჯდე მასთან...

პირველი კითხვა გითხარით, მეორე არის ანაკლია, მესამე - წერილი და მეოთხე - 20 ივნისი" - დასძინა ხაზარაძემ. 

მსგავსი სიახლეები