ირაკლი კობახიძეს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზეკონკრეტული გზავნილები ექნება - ილია დარჩიაშვილი

17.07.24 23:33
ირაკლი კობახიძეს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზეკონკრეტული გზავნილები  ექნება - ილია დარჩიაშვილი

რამდენიმე საათში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი მოვლენების ეპიცენტრი გახდება -  სამიტში საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით პირველად იღებს მონაწილეობას. 

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიემგზავრება - როგორც  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, განაცხადა, ირაკლი კობახიძე ირაკლი კობახიძეს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ექნება კონკრეტული გზავნილები ექნება. 

მისი თქმით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში 50-მდე ლიდერი მონაწილეობს და პრემიერ-მინისტრს ასევე ექნება კოლეგებთან კომუნიკაციის კარგი შესაძლებლობა.

„18 ივლისს იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში, სადაც იმართება ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მორიგი სხდომა. აღნიშნული პლატფორმა შეიქმნა პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით და ეს არის დამატებითი პლატფორმა, შესაძლებლობა და მექანიზმი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, რათა მოხდეს მსჯელობა იმ გამოწვევებზე, რომლებიც აქვს ზოგადად ევროკავშირს, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნეს ამ ქვეყნებისთვის.

საქართველო, პირველად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით იღებს მონაწილეობას ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, სხვა ლიდერებთან ერთად, მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელოს იმ გამოწვევებზე, რომლებიც აქვს ევროკავშირს და ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა აძლევს ევროპულ ოჯახს.

მრგვალი მაგიდა იქნება ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის თემატიკაზე. ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, შეასრულოს განსაკუთრებული როლი ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში. შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება კონკრეტული გზავნილები, რომლებიც შეეხება ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებს, როლს და იმ სარგებელს, რომელიც საქართველომ შეიძლება მოუტანოს ევროკავშირს. ვფიქრობ, კარგი შესაძლებლობაა, წარმოჩინდეს ჩვენი ქვეყანა. პრემიერ-მინისტრს ასევე ექნება კოლეგებთან კომუნიკაციის კარგი შესაძლებლობა. როგორც ცნობილია, 50-მდე ლიდერი მონაწილეობს ამ პლატფორმაში და იქნება დისკუსიები ყველა აქტუალურ თემაზე, მათ შორის უკრაინის, მიგრაციის საკითხებსა და ევროკავშირის გაფართოებაზე“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები