გორის საკრებულოს თავმჯდომარე: "დასავლეთი არის ჩვენი ქვეყნის მტერი"
გორის საკრებულოს თავმჯდომარე მორიგ ანტიდასავლური განცხადებას აკეთებს - დავით რაზმაძემ TV მონიტორინგთან თქვა რომ "დასავლეთი ჩვენი ქვეყნის მტერია".
საგარო მოხელე ამტკიცებს, რომ დასავლეთს საქართველოში ოპოზიციის სახით "აგენტურა ჰყავს ჩასმული".
"დასავლეთი არის ჩვენი ქვეყნის მტერი. ქვეყნის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მეთიუ მილერი გამოდის და იძახის, ხელისუფლება არასწორ გზაზე დგას, ჩვენ მხარს ვუჭერთ მოსახლეობას. ამ ხელისუფლებას ნახევარზე მეტი მხარს უჭერს და იმათ როგორ დაელაპარაკება, მაინტერესებს ერთი, მეთიუ მილერი.
დასავლეთმა ნიღაბი ჩამოიხსნა, რკინის ფარდა ჩამოიხსნა და ვინც არიან, ჩანან. ფაქტობრივად, აგენტურა ზუსტად მათ ჰყავთ ჩასმული ე.წ. ოპოზიციის სახით, ნაციონალური მოძრაობისა და ომის პარტიის სახით", - ამბობს რაზმაძე.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რაზმაძე ამბობს:
"აღარ არის მორჩა უკვე".