"დაფიონის" დამფუძნებელი უკრაინაში წავიდა და ქართულ ლეგიონს შეუერთდა
სამოქალაქო აქტივისტი, "დაფიონის" ერთ-ერთი ლიდერი, ზვიად ცეცხლაძე უკრაინაში წავიდა. აპრილის აქციების მონაწილე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ "ქართულ ლეგიონს" შეუერთდდა და სწავლებას გადის.
მოგესალმებით უკრაინიდან
შევუერთდით ქართულ ლეგიონს. ამჟამად ვიმყოფები კიევში და გავდივარ სწავლებას.
დიდება საქართველოს"- წერს ცეცხლაძე.